Monday, May 17, 2010

ბიოგრაფია


ბიოგრაფია

ლეო მესის კარიერა დაიწყო 1995 წელს გუნდში სახელწოდებით „Newell's Old Boys“, სადაც მან ითამაშა 2000 წლამდე. მესის სერიოზული პრობლემები ჰქონდა სიმაღლესთან დაკავშირებით. 13 წლის ის თავის თანატოლებში ყველაზე პატარა იყო, სულ რაღაც 1,30 მ. სამკურნალოდ მესი ბარსელონაში გაემგზავრა. მესი არც იქ ცილდებოდა ფეხბურთს და ბარსელონას გუნდში ჩაეწერა. არგენტინელის ოჯახი არც ისე შეძლებული იყო. „ბარსას“ ხელმძღვანელობამ დაინახა მასში ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშე და თავადვე დააფინანსა მესის მკურნალობა. მკურნალობამ აშკარა შედეგი მოუტანა მესის. ამჟამად მესი 1,69 მ არის.

14 წლის მესი უკვე ბარსელონა C-ში თამაშობდა. არგენტინელი თინეიჯერი ნელ-ნელა უფრო მაღალ დონეზე ადიოდა. 2003წლის 17 ნოემბერს შედგა არგენტინელი „ვუნდერკინდის“ დებიუტი. დებიუტი დრაგაუს სტადიონზე შედგა. ბარსელონაამხანაგურ შეხვედრაში პორტოს ხვდებოდა.

No comments:

Post a Comment