Monday, May 17, 2010

პირველი გოლი


არგენტინელმა ლეო მესიმ თავისი პირველი გოლის გატანა შეძლო 17 წლის ასაკში. ეს მოხდა 2005 წლის 1 მაისს, როდესაც ბარსელონა მორიგ თამაშს ატარებდა ლა ლიგაში ალბასეტეს წინააღმდეგ. იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ოფიციალურ შეხვედრაში. ამ შეხვედრაში მესი შეცვლაზე შემოვიდა როდესაც ანგარიში 1:0 იყო ბარსელონას სასარგებლოდ. მესიმ შემოსვლის თანავე გოლი გაიტანა, თუმცა იგი არ ჩაითვალა თამაშგარე მდგომარეობის გამო. თუმცა სულ რამდენიმე წუთში მან შეძლო თითქმის იგივე პოზიციიდან მსგავსი ხერხით გაეტანა გოლი.

No comments:

Post a Comment